დონორი: ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის / ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ხანგრძლივობა: 2014 - 2015
სტატუსი: მიმდინარე
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია კომიტეტის თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდა და პარლამენტის, როგორც ბიუჯეტის საზედამხედველო ორგანოს როლის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ექსპერტები, ატარებენ ტრენინგებს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების თანამშრომლებისთვის. პროექტის მიზნებისთვის შეირჩა ოთხი კომიტეტი: ჯანდაცვის, აგრარული, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა დაცვის. ამ ოთხი კომიტეტისთვის, საბიუჯეტო ციკლის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებში როგორიცაა: საბიუჯეტო პრინციპები, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, პარლამენტის როლი საბიუჯეტო პროცესებში, ბიუჯეტის ანალიზი, პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპები, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD) და ბიუჯეტი.
პროექტის პროდუქტები:
საბიუჯეტო ციკლი და პროგრამული ბიუჯეტირება, 09.09.2015
საბიუჯეტო ციკლი და პროგრამული ბიუჯეტირება, 15.12.2014
საბიუჯეტო ციკლი და პროგრამული ბიუჯეტირება, 04.11.2014