დონორი: საქართველოში ამერიკის საელჩოს მცირე გრანტის პროგრამა
ხანგრძლივობა: 2010
სტატუსი: დასრულებული
პროექტის მიზანი
მრავალეთნიკურ საქართველოში აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ იმ ფინანსური და ეკონომიკური საკითხების შესახებ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მათ საქმიანობას. პროექტი მიმართულია კონკრეტულად იმ სფეროსკენ, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე - საგადასახადო კოდექსზე; პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობის მოქალაქეების ინფორმირება საგადასახადო კოდექსის საკითხებზე და მათ გავლენაზე ბიზნეს საქმიანობაზე.
პროექტის პროდუქტები
ახალი საგადასახადო კოდექსის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე
ახალი საგადასახადო კოდექსის სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე