ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD)
 18/01/2016

სტენფორდის უნივერსიტეტმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development- LAD) პირველი სალექციო კურსი ჩაატარეს, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ტრაგერი გაუძღვებიან, ასევე მოწვეული მომხსენებლები კეტრინ სტონერი სტენფორდის უნივერსიტეტიდან და დევიდ კრამერი მაკკეინის საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტიდან. LAD პროგრამა თბილისში ამა წლის 18-22 იანვარს ჩატარდა. LAD პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში 250-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, საიდანაც სტენფორდის უნივერსიტეტმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, შეარჩია პროგრამის 30 მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან, ყველა მათგანი მონაწილეები ბიზნეს სექტორის ხელმძღვანელი პირები, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამოქალაქო სექტორის ლიდერები არიან.

 

 

 

გალერეა














ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD)