მსოფლიო თავდაყირა 2018
 22/10/2018

10-12 სექტემბერს, 2018, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო რუმში, თბილისში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია" მსოფლიო თავდაყირა 2018.

ღონისძიების მთავარი მიზანი მსოფლიო უსაფრთხოებაზე, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებაზე სასაუბროდ მსოფლიო დონის ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ექსპერტებისა და ოფიციალური პირების მოწვევა იყო.
ღონისძიება უკვე 4 წელია ტარდება და შარშანდელი კონფერენციის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. დამსწრეებმა ისაუბრეს მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და იმსჯელეს საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. 
პანელური თემები იყო: 

  • ევროპის უსაფრთხოება, ევროკავშირი და ნატო
  • დემოკრატიის საფრთხეები: ავრორიტარიზმი, გლობალიზაცია და ნაციონალიზმი
  • ინფორმაცია, როგორც იარაღი
  • პუტინის რუსეთი
  • ოლიგარქია და დემოკრატია
  • ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ცნობილი მედია პლატფორმების წარმომადგენლები, მათ შორის ლორ მენდვილი - ფიგარო, ედვარდ ლიუსი - The Financial Times, ნატალი ნუგეირიდი - გარდიანი, და ალი ასლანი - CNN, ABC News, Channel News Asia და Deutsche Welle TV-ს ჟურნალისტი.