მცირე ბიზნესმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოს 5 რეგიონიდან წარადგინეს თავიანთ პროდუქცია და მომსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.
გამოფენას დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ტომას შრაპელმა.
გამფოენაში მონაწილეობა მიიღო 35მა მცირე და საშუალო ბიზნესის და რეგიონუნლი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
გამოფენა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია "ათინათთან" თანმშრომლობით.