საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვის ანალიზი და რეკომენდაციები

დონორი: USAID/G-PAC program (საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში)
ხანგრძლივობა: 2014

პროექტი გულისხმობს საქართველოში პრობლემური ვალების (საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების სესხები) გამო შექმნილი სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის თეორიულ ანალიზს, საერთაშორისო გამოცდილების კვლევას ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, საქართველოსთვის საინტერესო მოდელების შერჩევას და რეკომენდაციების მომზადებას ამ მიმართულებით შესაძლო სახელმწიფო პოლიტიკის შინაარსთან დაკავშირებით.

პროექტი ასევე გულისხმობს ამ პროცესში ეროვნული ბანკის, საპარლამენტო კომიტეტის, კომერციული ბანკების ჩართლობის უზრუნველყოფას, რათა ხელშეწყობილი იყოს პრობლემური ვალების მართვის თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას სესხებისა და პრობლემური ვალების საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული პრობლემის შემდგომი გაღრმავება.



< უკან