დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
ხანგრძლივობა: 2012
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია გამოავლინოს ელიტური კორუფციის შემთხვევები ქვეყანაში, სახელმწიფო ზეწოლის ფაქტები ბიზნესზე, განახორციელოს სახელმწიფო ტენდერებში ხშირად გამარჯვებული კომპანიების მონიტორინგი, გაანალიზოს საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის არსებული პრაქტიკა. პროექტის ფარგლებში მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში ელიტური კორუფციის შესახებ, მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის დიალოგის პრაქტიკის ჩამოყალიბება და კონკრეტული რეკომენდაციების ლობირება არსებული პრობლემების გადასაჭრელად. პროექტის საბოლოო მიზანია თანაბარი ბიზნეს გარემოს შექმნა ქვეყანაში.
პროექტის პროდუქტები
< უკან