EPRC-ის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტს - “საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა საქართველოს სტრატეგიული აქტივების დასაცავად” - იწყებს.
პროექტი მხარდაჭერილია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში“.
პროექტის მიზანია, ესტონეთისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში შემუშავდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიკაციისა და დაცვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მარეგულირებელი პრინციპები. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელთა სტაბილური ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თბილისში, 2022 წლის იანვარში გაიმართება.
პროექტის პარტნიორები არიან:
ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის TalTech-ის სამართლის სკოლა
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის სკოლა