ანალიზი და რეკომენდაციები ეფექტური ფისკალური დეცენტრალიზაციისთვის

დონორი: ფონდი - „ღია საზოგადოება საქართველო“
ხანგრძლივობა: 2014
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანია ეკონომიკური ანალიზის და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის რეკომენდაციების შემუშავება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორციისა და მექანიზმის ეფექტურად დადგენისთვის. 

პროექტის ამოცანები: 
• თითოეული თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური და სტატისტიკური ანალიზი; 
• ამ ქალაქების არსებული ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხის შესწავლა; 
• დამოუკიდებლობის შესაძლო პოტენციალის ანალიზი; 
• დაქირავებით დასაქმებულთა და გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის დადგენა; 
• არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა - საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ; 
• სხვადასხვა შესაძლო წილობრივი გადასახადის შემოღების შემთხვევაში ფინანსურ-ეკონომიკური შედეგების სიმულაცია; 
• ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა; 
• საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის რეკომენდაციების შემუშვება. 

პროექტის პროდუქტები: 
საბოლოო ანგარიში



< უკან