დონორი: საქართველოს ბანკი
ხანგრძლივობა: 2015
სტატუსი: დასრულებული
1-3 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიათ მარიოტში“ სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC ) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში - საქართველოს მაგალითი“. კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები და კურსამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების, უნივერსიტეტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
< უკან