დონორი: USAID/GPAC („საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში)
ხანგრძლივობა: 2013
სტატუსი: დასრულებული
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია შეაფასოს ქვეყანის სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა. ამ პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები გეგმავენ შეაფასონ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან და ამავე დროს მოახდინონ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამებში ჩართულობის შეფასება. განისაზღვრება კონკრეტული პრობლემები, განსაკუთრებით დაკავშირებული მიწის საკუთრებასთან; დაიდება რეკომენდაციები ამ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ითვლება ძირითად დაბრკოლებად სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.
ჩატარდება ანალიზზე დაფუძნებული კვლევა, აგრარულ სფეროში ჩატარებული პროგრამების, მათი უპირატესობების და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად; ასევე მოხდება წარუმატებლობის მიზეზების (მოხდა თუ არა შეცდომა დაგეგმვის თუ განხორციელების პროცესში), ფინანსური და ეკონომიკური დასაბუთებების დადგენა.
პროექტის პროდუქტები

ანგარიში საქართველოში არსებული აგრარული მდგომარეობის შესახებ (სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ორგანიზაციული ჩარჩოები), რომელშიც გაერთიანდება ოთხი აგრარული პროგრამის შეფასება და ანალიზი (ხორბლის, სიმინდის, და ასი საწარმოს პროექტი).

ეფექტური აგრარული პროგრამის შექმნის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და მისი გამოყენება ქართულ რეალობაში.
< უკან