პოლიტიკული პარტიების წინასაარჩევნო ეკონომიკური პლატფორმები

დონორი: USAID/G-PAC Program („საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“)
ხანგრძლივობა: 2012
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანი

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებისთვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ (2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში). ერთის მხრივ, ამან საშუალება მისცა ქართველ ამომრჩეველს გაეკეთებინა უფრო ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანი; მეორეს მხრივ, პროექტი ეხმარება მხარეებს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაში. საბოლოოდ, პროექტი დაეხმარა ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას და შესაბამისად, წამყვანი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას.

პროექტის პროდუქტები





< უკან