დონორი: თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
ხანგრძლივობა: 2018
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროგრამას - ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD.
2018 წელს საქართველოში პროგრამის მხარდამჭრები არიან თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი. ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა.
პროგრამა გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. კურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
< უკან