საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში

დონორი: ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის / ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ხანგრძლივობა: 2017 - 2018
სტატუსი: დასრულებული

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) როგორც ადგილობრივი ექსპერტი ითანამშრომლებს ვესტმინსტერის ფონდის საერთაშორისო ექსპერტებთან და ორგანიზებას გაუწევს ტრენინგებს თემაზე "პარლამენტის როლი საბიუჯეტო ზედამხედველობის საკითხებში" საპარლამენტო კომიტეტის წევრებისთვის. აღნიშნული ტრენინგები ხელს შეუწყობს მინიმუმ სამი საპარლამენტო კომიტეტის (იურიდიულ საკითხთა, აგრარულ საკითხთა და ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომიტეტების) ცნობიერების ამაღლებას საბიუჯეტო ზედამხედველობის საკითხებთან მიმართებაში და მათი საზედამხედველო როლის გაძლიერებას. 

 პროექტის პროდუქტები:  

  • ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD), ბიუჯეტის შესრულების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების გამოყენების საკითხებზე ტრენინგის ორგანიზება; 
  • ბიუჯეტის პროექტის ანალიზის და პროგრამული ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგის ორგანიზება; 
  •  საპარლამენტო კომიტეტების ხელშეწყობა დასკვნების და რეკომენდაციების მომზადების პროცესში; 
  • 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2017-2018 წლების BDD დოკუმენტების განხილვა საპარლამენტო კომიტეტების წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.


< უკან