დონორი: ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ხანგრძლივობა: 2015 - 2016
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას, დიზაინის მართვის ძირითადი პრინციპებისა და მექანიზმების საშუალებით, რათა საჯარო სერვისები ზუსტად შეესაბამებოდეს მომხმარებლის საჭიროებებისა და მოლოდინების.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, შემუშავდება სერვისების დიზაინის/კონსტრუქციის შეფასების მეთოდოლოგია რის საფუძველზეც შეფასდება საქართველოში არსებული ხუთი საჯარო სერვისი.
დიზაინის აუდიტი საშუალებას მოგვცემს აღმოვაჩინოთ რეალურად არსებული მომხმარებელზე ორიენიენტირებულობის და დიზაინის მართვის ძირითად პრინციპებს შორის არსებული სხვაობა და ხარვეზები, რომელებიც საჭიროებს გამოსწორებას.
პროექტი ხელს უწყობს საჯარო სექტორის, საჯარო სერვისების ადგილობრივი დიზაინერებისა და მომსახურების მიზნობრივი ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობას. პროექტის დასრულების შემდეგ მიღებული გამოცდილება გამოგვადგება სხვა მიმართულებით და სხვა სერვისების გასაუმჯობესებლადაც.
პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ესტონური „პრაქსის პოლიტიკის სწავლების ცენტრის“ თანამშრომლობით.
პროექტის პროდუქტები:
აუდიტის ანგარიში და რეკომენდაციები საქართველოში არსებული 5 საჯარო სერვისის შესახებ სამუშაო შეხვედრები/ტრენინგები.
< უკან